განვაახლებთ კომისიას და შემდეგ ორი ქვეყნის კომისია გააგრძელებს დელიმიტაციის საკითხებზე საუბარს - ბახტაძე

განვაახლებთ კომისიას და შემდეგ ორი ქვეყნის კომისია გააგრძელებს დელიმიტაციის საკითხებზე საუბარს - ბახტაძე

ჩვენ და ჩვენი აზერბაიჯანელი მეგობრები დავით გარეჯის საკითხს გადავწყვეტთ ისე, როგორც შეეფერება ჩვენს მეგობრობას და სტრატეგიულ პარტნიორობას – აცხადებს პრემიერი ბახტაძე:             

„პირველივე დღიდან იყო ინტენსიური კომუნიკაცია უწყებებს შორის. მქონდა დავალებული ყველა მინისტრისთვის აქტიური კომუნიკაცია, მათ შორის ბუნებრივია, რომ ჰქონდათ ძალიან აქტიური საუბრები საგარეო საქმეთა მინისტრებს და მოგეხსენებათ, რომ არის მიღწეული შეთანხმება. რაც შეეხება თავად კომისიას, კომისიას ბოლო პერიოდის განმავლობაში რეალურად არ უმუშავია, აქედან გამომდინარე ჩვენ განვაახლებთ კომისიას, მას დავამტკიცებთ ხელახლა, ეს მოხდება სავარაუდოდ უახლოესი მთავრობის სხდომაზე. შემდეგ უკვე ორი ქვეყნის კომისია გააგრძელებს დელიმიტაციის საკითხებზე საუბარს. ამ პერიოდში ბუნებრივია, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ცალკეულ მიმართულებებზე იქნება მიმოსვლის ის პრაქტიკა, რომელიც მანამდე არსებობდა. დარწმუნებული ვარ, ჩვენ და ჩვენი აზერბაიჯანელი მეგობრები ამ საკითხს გადავწყვეტთ ისე, როგორც შეეფერება ჩვენს მეგობრობას და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას“