ყურბან- ბაირამის დღესასწაულზე მუსლიმებსა და ისრაელის პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

ყურბან- ბაირამის დღესასწაულზე მუსლიმებსა და ისრაელის პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

ყურბან-ბაირამის მუსლიმური სადღესასწაულო ლოცვის შემდეგ, ალ-აქსას მეჩეთთან მუსლიმებს და ისრაელის პოლიციას შორის შეტაკება მოხდა.

დაპირისპირების შედეგად ოთხი პოლიციელი და 20-მდე დემონსტრანტი დაშავდა.

ისრაელის პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. შეტაკების დროს, ისრაელის სამართალდამცველებმა რამდენიმე დემონსტრანტი დააკავეს. გამოცემათაიმს ოფ ისრაელიწერს, რომ აქციის მონაწილეებინაციონალისტურ მოწოდებებსაჟღერებდნენ.

11 აგვისტოს, როგორც მუსლიმების დღესასწაულის, ყურბან ბაირამის, ასევე ებრაელთა მარხვის დღის, ტიშა ბავის დაწყება აღინიშნება, როდესაც ებრაელები ტაძრების განადგურებას და მათ ისტორიაში ტრაგიკულ დღეებს გლოვობენ.