სოჭში, რუსეთის, ირანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები შეხვედრას  გამართავენ

სოჭში, რუსეთის, ირანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები შეხვედრას გამართავენ

რუსეთის, ირანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები 14 აგვისტოს სოჭში შეხვედრას გამართავენ.

ირანის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამიტის ფარგლებში, ჰასან როჰანი რუს და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ორმხრივ ფორმატშიც გამართავს შეხვედრებს.

რუსეთ-ირან-აზერბაიჯანის სამიტის შემდეგ, ერთობლივი განცხადება იქნება მიღებული.

სამი ქვეყნის ლიდერების ბოლო შეხვედრა გასული წლის აგვისტოში, „კასპიის ხუთეულისფარგლებში გაიმართა, რომლის დროსაც კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსის კონვენციას მოეწერა ხელი.