იატაკი კულტურულ მემკვიდრეობას არ წარმოადგენდა - დეკანოზი ეფრემი

იატაკი კულტურულ მემკვიდრეობას არ წარმოადგენდა - დეკანოზი ეფრემი

ყინწვისის წმ.ნიკოლოზის სახელობის გუმბათიან ეკლესაში, ადგილობრივი სასულიერო პირების მიერ ახალი იატაკის ფენილის მოწყობას, მონასტრის წინამძღვარი, დეკანოზი ეფრემი ეხმაურება.

მისი მტკიცებით, ძველი ფილები კულტურულ მემკვიდრეობას არ წარმოადგენდა და ის უბრალო ფილები იყო.

ჯერ ერთი, იატაკი კულტურულ მემკვიდრეობას არ წარმოადგენდა, ის 60-იან წლებში შეიცვალა. ეს იყო კომუნისტური რეჟიმის დროს ჩამოსხმული. დაზიანებული ბორდიურები მტვრის ბუდე იყო, რაც ძვირფასი მარმარილოთი ჩანაცვლდა. აქ არაფერი ძვირფასი, ძველი და მნიშვნელოვანი არ შეცვლილა, პირიქით, განახლდა და უკეთესი გახდა, ისტორიულად ყოველთვის ახლდებოდა და კეთდებოდა“, - აცხადებს ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი.

გუშინ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ყინწვისის წმ.ნიკოლოზის სახელობის გუმბათიან ეკლესიაში ადგილობრივი სასულიერო პირების მიერ ახალი იატაკის ფენილის მოწყობას თვითნებობად და უკანონობად შეაფასა.