ოკუპირებულ ყირიმში პუტინის მიერ ბაიკ-შოუში მონაწილეობა, უკრაინამ, სუვერენიტეტის უხეშ დარღვევად შეაფასა

ოკუპირებულ ყირიმში პუტინის მიერ ბაიკ-შოუში მონაწილეობა, უკრაინამ, სუვერენიტეტის უხეშ დარღვევად შეაფასა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, უკრაინის მხარესთან შეუთანხმებლად ვლადიმირ პუტინის ოკუპირებულ ყირიმში ჩასვლა გააპროტესტა.

10 აგვისტოს ვლადიმირ პუტინი ოკუპირებულ ყირიმს ესტუმრა, სადაც მონაწილეობა მოტოკლუბღამის მგლებისმიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ბაიკ-შოუბაბილონის აჩრდილშიმიიღო.

ეს სტუმრობა, ისევე როგორც ყველა წინა, უკრაინის მხარესთან შეუთანხმებლად რუსეთის ხელისუფლების თანამდებობის პირების მოგზაურობა დროებით ოკუპირებულ უკრაინის რეგიონში, წარმოადგენს რუსეთის მხრიდან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეში დარღვევა“, - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.