„საპატრიარქომ მომატყუა, რომ თუ გავჩუმდებოდით, ჩემს ძმას გამოუშვებდნენ" - თორნიკე მამალაძე

„საპატრიარქომ მომატყუა, რომ თუ გავჩუმდებოდით, ჩემს ძმას გამოუშვებდნენ" - თორნიკე მამალაძე

„მომატყუეს საპატრიარქოს წარმომადგენლებმა, რადგან მითხრეს ჩვენ უნდა გავჩუმებულიყავით და ჩემს ძმას გამოუშვებდნენ" , - ამის შესახებ მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ „კურიერთან“ განაცხადა. 

გიორგი მამალაძის გათავისუფლების მოთხოვნით მსჯავრდებულის ძმა სექტემბრიდან კვლავ აქციებს აანონსებს. 

„კვირაში ერთხელ მაქვს საშუალება რომ შევიდე და მოვინახულო ჩემი ძმა. ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ და ისევ მძიმე არის. მომატყუეს საპატრიარქოს წარმომადგენლებმა, რადგან მითხრეს ჩვენ უნდა გავჩუმებულიყავით და ჩემს ძმას გამოუშვებდნენ. სექტემბრიდან ვაპირებთ იმ პრობლემებთან დაკავშირებით საუბარს, რა პრობლემებიც საპატრიარქოში არის. იმ წერილებთან დაკავშირებით ვაპირებთ საუბარს რა წერილებიც ჩემმა ძმა მგამოაგზავნა. ჩვენ საპატრიარქომაც  და სახელმწიფომაც ხაზი გადაგვისვა და აქედან გამომდინარე ჩვენ არ ვაპირებთ მათ დანდობას,“-განაცხადა თორნიკე მამალაძემ.