ლიბიაში დაღუპული მეზღვაურის სიკვდილის მიზეზი ექსპერტიზამ ვერ დაადგინა

ლიბიაში დაღუპული მეზღვაურის სიკვდილის მიზეზი ექსპერტიზამ ვერ დაადგინა

ლიბიაში დაღუპული მეზღვაური - 23 წლის დავით რაზმაძის ცხედარი ზღვაში, ხელებშეკრული იანვარში იპოვეს. მისი სიკვდილის ნამდვილი მიზეზი ლიბიაში ჩატარებულმა ექსპერტიზამ საეჭვოდ ვერ დაადგინა.

ქართულ მხარეს კი ცხედარი მხოლოდ რამდენიმეთვიანი დაგვიანებით გადმოსცეს, რის გამოც სიკვდილის მიზეზის დადგენა შეუძლებელი აღმოჩნდა.

„სხეულის ხრწნის გამო სამწუხაროდ ვერ მოხერხდა სიკვდილის დროისა და იმის განსაზღვრა, გარდაცვალების დრო ემთხვევა თუ არა პოლიციაში შესულ შეტყობინებას. ამის გამო სიკვდილის მიზეზი განისაზღვრა დახრჩობით გამოწვეულად. დაზიანებები აქვს სახესა და შუბლზე, რომელიც მიღებულია მაგარი საგნით. ასევე აღენიშნება ჭრილობა წარბიდან ზემოთ, დაახლოებით, 4სმ-ში. ხოლო მაჯებზე დაზიანებები მიყენებულია ხელების ”თოკით” შეკვრისგან, სადაც ერთ მაჯაზე თოკი კარგად იყო მოჭერილი, მეორეზე - ცოტათი მოშვებული, რაც არ გამორიცხავს, რომ ქმედების განმახორციელებელმა, ყველაფერი განზრახ ჩაიდინა. სხეულის დეკომპოზიციის გამო ვერ მოხერხდა ვერც იმის დადასტურება, მოხდა თუ არა მსხვერპლის გაუპატიურება სიკვდილამდე“, - აღნიშნულია დასკვნაში.

 

რუსთავი 2