„ამ გადაწყვეტილებამდე ხალვაში კომპანიაში შექმნილმა უმძიმესმა ფინანსურმა მდგომარეობამ  მიიყვანა" - პაატა სალია

„ამ გადაწყვეტილებამდე ხალვაში კომპანიაში შექმნილმა უმძიმესმა ფინანსურმა მდგომარეობამ მიიყვანა" - პაატა სალია

„რუსთავი 2"-ის დირექტორმა, პაატა სალიამ ტელეკომპანიის გაყიდვასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა. მისი თქმით, ქიბარ ხალვაშის გადაწყვეტილება კომპანიაში შექმნილმა უმძიმესმა ფინანსურმა მდგომარეობამ განაპირობა.

„ამ გადაწყვეტილებამდე ქიბარ ხალვაში მიიყვანა კომპანიაში შექმნილმა უმძიმესმა ფინანსურმა მდგომარეობამ, რაც გამოწვეულია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ჩვენი აზრით კომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორის მიზანმიმართული მოქმედებების შედეგად. და ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ჩვენი მოსაზრება და მტკიცებულებები. საბოლოოდ ჩვენ ამასთან დაკავშირებით პოზიცია გვექნება იმ აუდიტორული დასკვნის მომზადების შემდგომ, რომელიც უნდა განხორციელდეს კომპანიაში. თუმცა დღეის მდგომარეობით ვინაიდან კომპანიის დოკუმენტაციას ვეცნობი, პარალელურად იმისა, რომ ვახორციელებთ ყველა მოქმედებას არც აუცილებელია კომპანიის შეუფერხებელი მოქმედებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიაში არსებობს სრულიად ფაქტობრივად სამართლებრივად იმგვარი მდგომარეობა რომ კომპანია უნდა იყოს გაკოტრების რეჟიმში, ჩვენ ამ ნაბიჯს არ ვდგამთ შეგნებულად, ეს არ მოხდება და „რუსთავი 2" არასდროს არ გაკოტრდება. სწორედ ამისთვის, რომ ეს არ მოხდეს მიღებული იქნა ქიბარ ხალვაშის მიერ ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა პაატა სალიამ. 

შეგახსენებთ, „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილის მფლობელი, ქიბარ ხალავაში ტელეკომპანიას ყიდის. ამის შესახებ განცხადება ხალვაშმა დღეს გაავრცელა.