„ინტერმედიას“ ერთ-ერთი მეწილე კახაბერ ანჯაფარიძე პროკურატურაში  გამოკითხვაზე დაიბარეს

„ინტერმედიას“ ერთ-ერთი მეწილე კახაბერ ანჯაფარიძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

გენერალურმა პროკურატურამ „ინტერმედიას“ ერთ-ერთი მეწილე კახაბერ ანჯაფარიძე გამოკითხვაზე დაიბარა.

ანჯაფარიძე გამოკითხვაზე 18:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.

გასულ კვირას გენერალურ პროკურატურაში „ინტერმედიას“ დამფუძნებელი ზურაბ იაშვილიც გამოიკითხა. საკითხი „რუსთავი 2“-ის საქმეს და აღნიშნულ ტელეკომპანიასა და „ინტერმედიას“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ეხება.