ჰონგ-კონგში პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

ჰონგ-კონგში პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

ჰონგ-კონგში ხელისუფლების მიერ სანქცირებული მშვიდობიანი აქციის შემდეგ დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები დაიწყო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ დემონსტრანტების წინაღმდეგ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი მეტროში - დახურულ სივრცეში გამოიყენა. ახლო მანძილიდან ნასროლი რეზინის ტყვია, სავარაუდოდ, ერთ-ერთ დემონსტრანტს მოხვდა სახეში. 

მომხდარი მეტროსადგურ „ტაი კუ“-ში დამონტაჟებულ ვიდეოკმერებზეა დაფიქსირებული. 

მილიონიანი საპროტესტო აქციები ჰონგ-კონგში ათი კვირის წინ დაიწყო. ის ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში ექსტრადიციის შესახებ კანონპროექტის შეტანამ გამოიწვია. ეს კანონი მიღების შემთხვევაში ჰონგ-კონგიდან ჩინეთში ეჭვმიტანილების ექსტრადიციას შესაძლებელს გახდიდა. კანონი გაურკვეველი ვადით უკან გაიწვიეს, თუმცა დემონსტრანტები მასზე სამუდამოდ უარის თქმას და თან ადგილობრივი ხელისუფლების გადადგომასაც ითხოვენ.