„გირჩი" ტელევიზიას ქმნის

„გირჩი" ტელევიზიას ქმნის

პოლიტიკური პარტია „გირჩი" ტელევიზიას აფუძნებს. ამის შესახებ „გირჩის"ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში წერს.

„თქვენი დახმარება მჭირდება მეგობრებო.

დღე დღეზე გაეშვება გირჩი ტვ და გირჩის პროდუქტები გავა ტელევიზორში.
არსებულ პროდუქტებს (,,გირჩის აზრით", ,,თავისუფალი ბაზარი", ,,პროცესი" ) დაემატება რამდენიმე სხვა გადაცემაც, მათ შორის სპორტული გადაცემა.

თუმცა აღმოჩნდა, რომ არც ერთს არ გვაქვს გამოცდილება და არც ცოდნა იმისა თუ როგორ უნდა ვესაუბროთ პოტენციურ სპონსორებს და რეკლამის შემკვეთებს.

მოკლედ არ ვიცით, როგორ უნდა გავყიდოთ საეთერო დრო.

გვინდა ადამიანი ან ადამიანები, რომლებსაც მსგავსი გამოცდილება აქვს და თან მოსწონს ასეთი საქმიანობა.

გამოცდილი ხალხისგან მივიღებთ რჩევებს, იმასთან დაკავშირებით, თუ რას მივაქციოთ ყურადღება და რა გავითვალისწინოთ ამ პროცესში.

ნებისმიერ საქმიან რჩევას დაგიფასებთ.

თუ საკუთარ თავს ხედავთ ამ საქმეში და პასუხისმგებლობის სათანადო გრძნობაც გაქვთ, შევხვდეთ, ვისაუბროთ, აზრები და იდეები გავცვალოთ" , - წერს იაგო ხვიჩია