სამოქალაქო სექტორში როცა ვიყავი , მაშინ ვყოფილვარ ციხეში და მთავრობაში ყოფნისას არასოდეს

სამოქალაქო სექტორში როცა ვიყავი , მაშინ ვყოფილვარ ციხეში და მთავრობაში ყოფნისას არასოდეს

„მთელი ეს დღეები შალვა შავგულიძის წინააღმდეგ მიმდინარეობს კამპანია ჩემი პერსონალური თემის გამოყენებით, რომელიც ეხება ბატონი მოლაშვილის საქმეს. მე თავს ვიკავებდი, რომ ამაზე ბევრი მესაუბრა, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ადამიანი გარდაცვლილია… ეს საქმე წინა მთავრობისთვის საამაყო არანაირად არ არის, სტრასბურგის სასამართლოში წავაგეთ, ვაღიარეთ როგორც წაგებული საქმე… ბევრი შეცდომა იყო, სასამართლო ამ საქმეში დამოუკიდებელი არ იყო. მე ამით პოლიტიკურ სიმპათიას კი არ გამოვხატავ გარდაცვლილი ფიგურის მიმართ, ჩვენ ჩავარდნებზე ვლაპარაკობ. მაგრამ ის ბრალდება, რომელსაც ახლა შავგულიძის წინააღმდეგ იყენებენ სამთავრობო კლონები სოციალურ ქსელებში, სამთავრობო სპიკერები, არის აბსოლუტურად უსინდისო სიცრუე.

ამ საოცარ სიცრუეს, რომელსაც ბატონმა შალვამ ამომწურავი პასუხი გასცა და ივანიშვილის სპიკერი, მოსამართლე მურუსიძე მას ძალიან უზნეოდ სთხოვდა, რომ საკუთარ კლიენტზე თქვი, იტყუებოდა თუ არაო. მან გასცა ამომწურავი პასუხი: მისი ადვოკატი ვიყავი და ეს არასოდეს უხსენებიაო, თვითონ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში, სარჩელში, რომელიც შეიტანა ამ აწ გარდაცვლილმა ადამიანმა, რომელიც საქართველოში ხელისუფლების წნეხის ქვეშ აღარ იყო, მთავრობას უჩიოდა, ანუ არაფერს ერიდებოდა, მას არასოდეს დაუწერია ვინმეს გვარი, უცნობმა პირებმა მაწამესო. მე არათუ ამ სამარცხვნო ამბავთან, ვინმეზე ფიზიკური ზემოქმედება, არ მქონია შეხება , ხელისუფლებაში ყოფნის დროს არცერთ პატიმართან არანაირი კონტაქტი არ მქონია. ოპოზიციაში როცა ვიყავი და სამოქალაქო სექტორში, მაშინ ვყოფილვარ ციხეში და მთავრობაში ყოფნისას არასოდეს. ეს არის სიცრუე, არ ვიცი, რატომ მოუვიდა ამ ადამიანს, ვინ სთხოვა “ქართულ ოცნებაში“.“-განაცხადა გიგა ბოკერიამ