დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის ორ კანდიდატს მოუსმენენ

დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის ორ კანდიდატს მოუსმენენ

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ორი კანდიდატი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მადი ჩანტლაძე და დამოუკიდებელი ინსპექტორი ქეთევან ცინცაძე გაივლის გასაუბრების პროცესს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება 17 ივლისს დაიწყო და საბჭო 50 კანდიდატიდან 44-ს უკვე გაესაუბრა. 50-ვე კანდიდატთან გასაუბრების დასრულების შემდეგ კი საბჭო ფარული კენჭისყრით 20 კანდიდატს შეარჩევს და პარლამენტს დასამტკიცებლად სავარაუდოდ აგვისტოს ბოლოს გადაუგზავნის.