დავით კეზერაშვილი: ტყუილს მოკლე ფეხები აქვს

დავით კეზერაშვილი: ტყუილს მოკლე ფეხები აქვს

„ტყუილს მოკლე ფეხები აქვს“, - ამ წინადადებით გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი გავრცელებულ ცნობებს, რომ მის წინააღმდეგ ისრაელში გამოძიება მიმდინარეობს ქრთამის აღების საქმეზე.

კეზერაშვილი სოციალურ ქსელ  FACEBOOK -ის პირად გვერდზე  გამოცემა, The Times Of Israel-ის 5 აგვისტოს სტატიას აზიარებს, რომლის თანახმად, ოთხწლიანმა გამოძიებამ არ დაადასტურა ეჭვი ისრაელის არმიის ყოფილი გენერლის, ჰირშის და საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის კეზერაშვილის კორუფციული გარიგების შესახებ.