გვყავს ვითომ პრემიერი, ვითომ პარლამენტის თავმჯდომარე და ახლაც ჩვენ წინაშე სახეზეა ვითომ კონკურსი - ანა დოლიძე

გვყავს ვითომ პრემიერი, ვითომ პარლამენტის თავმჯდომარე და ახლაც ჩვენ წინაშე სახეზეა ვითომ კონკურსი - ანა დოლიძე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღევანდელი გასაუბრებების შესახებ მოსამართლე მადი ჩანტლაძესთან და დამოუკიდებელ ინსპექტორ ქეთევან ცინცაძესთან დაკავშირებით საუბრობს და ამბობს: „მიჩვეულები ვართ, რომ გვყავს ვითომ პრემიერი, ვითომ პარლამენტის თავმჯდომარე და ჩვენს წინაშე სახეზეა ვითომ კონკურსი, რომელიც შექმნილია, რომ ვითომ პარლამენტარებმა ნოტარიუსის მსგავსად დაადასტურონ კანდიდატურები, რომლებიც მოხვდებიან უზენაეს სასამართლოში"

დოლიძის თქმით, არიან კანდიდატები, რომლებიც საერთოდ ახლოსაც ვერ მიდიან იმ ძალიან სერიოზულ გამოცდილებასთან, რომელიც მოეთხოვება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს.

„საერთოდ ახლოსაც ვერ მიდიან იმ ძალიან მაღალი დონის კომპეტენციასთან. რჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ გვყავს ვითომ პრემიერი, გვყავს ვითომ პარლამენტის თავმჯდომარე და ჩვენ წინაშე სახეზეა ვითომ კონკურსი, რომელიც შექმნილია მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ შემდგომ ვითომ იმ ხალხმა, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტში, უბრალოდ ნოტარიუსის მსგავსად დაადასტუროს ის კანდიდატურები, რომლებიც მოხვდებიან უზენაეს სასამართლოში. სხვა შემთხვევაში, ვერ აიხსნება, ადამიანებს, რომლებიც ახლოსაც ვერ მოდიან იმ კალიბრთან, რაც უნდა ჰქონდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს, რა უნდათ ამ პროცესში და რა მოტივაციით მონაწილეობენ აქ", - განაცხადა დოლიძემ.