ესაა შურისძიება უშუალოდ საყდრისის ამფეთქებლებისგან

ესაა შურისძიება უშუალოდ საყდრისის ამფეთქებლებისგან

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული კულტურის მიმართულების სსიპ-ები ერთიანდება. მათ შორისაა წიგნის ეროვნული ცენტრი, რომელიც მწერალთა სახლთან გაერთიანდება და შეიქმნება სსპი ლიტერატურის ეროვნული ფონდი.

სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას „საყდრისის ამფეთქებლებისგან მწერლებზე შურისძიებას“ უწოდებს ქართველი პოეტი რატი ამაღლობელი:       

„უქმდება, უფრო სწრად უკვე გააუქმეს წიგნის ეროვნული ცენტრი, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ერთერთი საუკეთესო და წარმატებული საერთაშორისო მასშტაბის მართლაც ეროვნული პროქტი, ისე რომ ამ სფეროს არცერთ წარმომადგენელთან არანაირი კონსულტაცია არ ყოფილა, ეს სავარაუდოდ მწერლებზე შურისძიებაა ზვიად რატიანის საქმის გამო და არა მარტო, შურისძიება უშუალოდ საყდრისის ამფეთქებლებისგან, ვნხოთ როგორი იქნება პწერლების პასუხი, მათაც იციან “შურისძიება” ოღონდ წიგნებით, რომელებიც, როგორც წესი მინისტრებზე დიდხნს ძლებენ და თავს მათ შვილიშვილებს და შვილთაშვილებს აკითხებენ გაუნელებელი ინტერესით“