„ტვ პირველზე“ კიბერშეტევა განხორციელდა - არხი პარალიზებულია

„ტვ პირველზე“ კიბერშეტევა განხორციელდა - არხი პარალიზებულია

ტვ "პირველზე" კიბერ შეტევა განხორციელდა. არხი პარალიზებულია, ეთერში ვერ გადის საინფორმაციო და პოლიტიკური გადაცემები. ამის შესახებ ტელეკომპანია ინფორმაციას Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

„დღეს დილით არხის ცენტრალურ სერვერზე განხორციელდა კიბერშეტევა, რამაც გამოიწვია არხის სრული პარალიზება, რის გამოც შეუძლებელია არხის სრულფასოვანი მაუწყებლობა. ეთერში ვერ გავიდა "საქმიანი დილა" და ამ დრომდე ვერ გადის არხის საინფორმაციო და პოლიტიკური გადაცემები“- იუწყება ტელეარხი.