საბერძნეთში, ხანძარს ვერ აქრობენ – მონასტრიდან სასულიერო პირების ევაკუირება მოხდა

საბერძნეთში, ხანძარს ვერ აქრობენ – მონასტრიდან სასულიერო პირების ევაკუირება მოხდა

საბერძნეთში, ევიას კუნძულის ცენტრალურ ნაწილში ხანძარი მძვინვარებს. მაშველებმა მონასტრიდან სასულიერო პირების ევაკუაცია მოახდინეს და სამი სოფლის მოსახლეობას სახლების დატოვებისკენ მოუწოდეს.

Ekathimerini.-ის ინფორმაციით, ხანძარს 80 მეხანძრე და 39 სახანძრო მანქანა აქრობს, გარდა ამისა, ქრობაში ჩართულია 4 თვითმფრინავი და 2 ვერტმფრენი.
მედიის ინფორმაციით, ხანძრის ქრობას ხელს ძლიერი ქარი უშლის.
ევიას კუნძულიდან კვამლი ათენამდე აღწევს.