ერაყში, აშშ-ის საელჩოსთან ძლიერი აფეთქება მოხდა

ერაყში, აშშ-ის საელჩოსთან ძლიერი აფეთქება მოხდა

ბაღდადში, სამთავრობო და დიპლომატიური მისიების შენობებთან ახლოს საბრძოლო მასალების საწყობში ძლიერი აფეთქება მოხდა.

აშშ-ის საელჩოში განგაშის სიგნალი ჩაირთო.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, სეიფ ალ-ბადრმა განაცხადა, რომ აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 13 ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.

აღნიშნულია, რომ აფეთქების მიზეზი ძველი საბრძოლო მასალების უტილიზაცია გახდა.