კეზერაშვილის წარსული საქმიანობის მიმართ მოსახლეობას აქვს ერთმნიშვნელოვანი შეფასება - ბახტაძე

კეზერაშვილის წარსული საქმიანობის მიმართ მოსახლეობას აქვს ერთმნიშვნელოვანი შეფასება - ბახტაძე

პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით დასმული კითხვისას განცხადა, რომ კეზერაშვილის წარსული საქმიანობის მიმართ მოსახლეობას აქვს ერთმნიშვნელოვანი შეფასება. 

მისივე თქმით, ის არ მიიჩნევს საჭიროდ, რომ მოსახლეობის ამ შეფასებას რამე დაამატოს.

„რაც შეხება ბატონ კეზერაშვილს, მე ამის შესახებ განმარტება გავაკეთე. ბატონი კეზერაშვილის წარსული საქმიანობის მიმართ, იმ საქმეების მიმართ, რა საქმეებთანაც ეს გვარი ასოცირდებოდა, ჩვენს მოსახლეობას აქვს ერთმნიშვნელოვანი შეფასება და მე არ ვთვლი, რომ ჩემგან საჭიროა რამე დავამატო ამ მნიშვნელოვან შეფასებას“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.