მოსკოვში, აქციაზე დაკავებულ დემონსტრანტს ქალა-ტვინის ტრავმა აღმოაჩნდა

მოსკოვში, აქციაზე დაკავებულ დემონსტრანტს ქალა-ტვინის ტრავმა აღმოაჩნდა

დარია სოსნოვსკაიას, რომელსაც 10 აგვისტოს, მოსკოვში  საპროტესტო აქციის დროს პოლიციელმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, დიაგნოსტიკური შემოწმების შედეგად ექიმებმა ქალა-ტვინის ტრავმა და ტვინის შერყევა დაუდგინეს. ამის შესახებ „უფლების ზონაში“ ადვოკატმა ტატიანმა მოლოკანოვმა განაცხადა.

სოსნოვსკაიამ შემოწმების შემდეგ საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი თქვა.

შაბათის აქციაზე მოსკოვში სოსნოვსკაიას ერთ-ერთმა ნიღბიანმა სპეცრაზმელმა მუცელში ხელი ჩაარტყა.

მოგვიანებით ავტოვზაკთან მას თავშიც ჩაარტყეს. სოსნოვსკაიამ საჩივარი შეიტანა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში პოლიციის თანამშრომლის სისხლის სამართალში მიცემის მოთხოვნით.

თავის მხრივ 14 აგვისტოს დანიშნულია სასამართლო სხდომა დარია სოსნოვსკაიას საქმეზე, რომელიც ბრალდებულია მიტინგის ჩატარების წესების დარღვევისთვის.