კლდეებს დამჭერი ბადეებით ვამაგრებთ - კალაძე

კლდეებს დამჭერი ბადეებით ვამაგრებთ - კალაძე

კლდეებს დამჭერი ბადეებით აქტიურად ვამაგრებთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძე თამარაშვილის ქუჩაზე კლდის ჩამოშლის შესახებ საუბრისას განაცხადა:         

„ჩვენ რამდენიმე თვის წინ ვიმყოფებოდით თამარ მეფის ხიდთანაც, სადაც ანალოგიური პრობლემა გვაქვს და იქ გაკეთდა სპეციალური დამჭერი სისტემა, ასეთივე გაკეთდა თამარაშვილზე და ამან ძალიან კარგად იმუშავა, დაიჭირა ჩამოცვენილი ქვა, თუმცა ძალიან დიდი მასა იყო წამოსული. შემდგომი სამუშაოებისთვის უნდა გაკეთდეს ანალოგიური დამჭერი ბადე, რომ ყველანაირად დაზღვეული ვიყოთ. სადაც არის ანალოგიური პრობლემები, გვაქვს ერთი და იმავე მიდგომა“