ხელისუფლებას ყელზე დაადგა კეზერაშვილის მიერ ახალი ტელევიზიის შექმნის იდეა - გიგი უგულავა

ხელისუფლებას ყელზე დაადგა კეზერაშვილის მიერ ახალი ტელევიზიის შექმნის იდეა - გიგი უგულავა

„ვოლსკის გუშინდელი პრუტუნი და სიცრუის ტირაჟირება ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას ყელზე დაადგა ახალი ტელევიზიის შექმნის იდეა" , - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს.

როგორც უგულავა აცხადებს, პრობლემა უფრო ფუნდამენტურია, ვიდრე ერთ ან ორჯერ არშემდგარ ტელევიზიასთან ბრძოლა.

„ვოლსკის გუშინდელი პრუტუნი და სიცრუის ტირაჟირება ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას ყელზე დაადგა ახალი ტელევიზიის შექმნის იდეა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ივანიშვილს თავი ქუდში ჰგონია, “რუსთავი 2” წაიღო და ახლა ჰგონია, რომ ბედნიერების მწვერვალზეა. გუშინ ბატონმა ვოლსკიმ და სახელისუფლებო პროპაგანდამ მის მიერ ინიცირებული სისულელით უბრალოდ ტყუილები აკადრა საზოგადოებას. ის საქმე, რომელზეც საუბრობდა ბატონი ვოლსკი, მერე უკვე სახელისუფლებო ექსპერტები, როგორიც არის ბატონი აბაშიძე, მამუკა არეშიძე და ა.შ. უბრალოდ იტყუებოდნენ. ის საქმე დაიხურა იქ კეზერაშვილის ებრაელი პარტნიორების სასარგებლოდ. ვერანაირი დარღვევა ებრაულმა გამოძიებამ იქ ვერ ნახა. ნუ ჰგონია „ქართულ ოცნებას“, რომ საქართველოში კითხვა ვინმემ არ იცის და თარგმნის შესაძლებლობა არ არსებობს.

უგულავას განცხადებით, თავისუფალ სიტყვას დღეს საფრთხე ემუქრება.

„ფაქტი არის ერთი, რომ ჩვენი მთავრობა, ჩეკისტების კოჰორტა ახლა დაიძრა იმისთვის, რომ ყველა შესაძლო თავისუფალი სიტყვის გამოვლინება ჩაახშონ. დღეს კიბერშეტევა განახორციელეს ტვ „პირველზე“, რაც აისბერგის წვერია და ვხედავთ შეტევას მის დამფუძნებელზე. მანამდე იყო სახელისუფლებო ტრენდზე გადაჯდომის მოთხოვნა და ა.შ. „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით კი ვხედავთ რაც ხდება, sale-ზეა გამოტანილი. ამ მომენტისთვის რაც შეიძლება ითქვას არის ის, რომ ერთი - ქიბარ ხალვაში პროგრამაა, რომელსაც „ახევა“ ჰქვია, მაგრამ არა მართვა და განვითარება, ამიტომ მან თავისი საქმე გააკეთა და მხოლოდ ტვირთია მისი სახელის და გვარის ხსენება. იმთავითვე ცხადი იყო, რომ ამ პროგრამის ამოწურვის შემდეგ ის ჩასაჩოჩებლად იყო განწირული. ვინ იქნება, რა იქნება და როგორ, ამის პროგნოზირება ძალიან ძნელია“, - განაცხადა უგულავამ.