საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყნაა ინვესტიციების ჩასადებად - ანალიტიკური ცენტრის კვლევა

საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყნაა ინვესტიციების ჩასადებად - ანალიტიკური ცენტრის კვლევა

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველომ ღრმა კრიზისი გამოსცდა, თუმცა 2000-იანი წლების დასაწყისში გატარებულმა რეფორმებმა ხელი შეუწყო კარგი საქმიანი კლიმატის  შექმნას - ერთ-ერთ  საუკეთესო გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს შორის. ამის შესახებ kommersant წერს და ანალიტიკური ცენტრის კვლევას აქვეყნებს. 

 ანალიტიკური ცენტრის ექსპერტებმა გამოკვლევაში „საქართველო: ეკონომიკური ზრდის თავისებურებანი“. - ნათქვამია, რომ  1990 წლიდან დაწყებული, 1994 წლისათვის ქვეყანაში მთლიანი შიდა პროდუქტი   (მშპ) 72,5%-ით შემცირდა (შედარებისათვის: სომხეთში - 53,4%-ით, აზერბაიჯანში - 52,5%-ით, უკრაინაში - 45,6%-ით).

2018 წლისათვის საქართველომ ჯერ კიდევ ვერ შეძლო საბჭოთა პერიოდის დროინდელი მშპ-ის მიღწევა, თუმცა ეს შეიძლება მოხდეს 2019 წლისათვის (პლუს 2,7% 1990 წლის მაჩვენებლებთან).

როგორც ანალიტიკურ ცენტრში აღნიშნავენ, ამჟამად საქართველო ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ქვეყნად ითვლება ინვესტიციების ჩასადებად. მსოფლიო ბანკის Doing Business-ის რეიტინგში ბიზნესის წარმოების პირობების მიხედვით, საქართველო, მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის, მეექვსე ადგილს იკავებს, რაც საუკეთესო მაჩვენებელია პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან მიმართებით (რუსეთი მხოლოდ 31-ე ადგილზეა). გამოკვლევაში აღნიშნულია, რომ ხელსაყრელი საქმიანი გარემოს შექმნა ქვეყანაში შესაძლებელი გახდა ეკონომიკური რეფორმების წყალობით, რომლებიც 21-ე საუკუნის დასაწყისში გატარდა: კერძოდ, ფისკალური რეფორმის შედეგად გადასახადების რაოდენობა 22-დან 8-მდე შემცირდა, დაიკლო დამატებითი ღირებულების გადასახადმა და ა.შ.
 

ბიზნესის დაწყების გაიოლების მიზნით მიღებულ ზომებს შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ახალი კომპანიების დაარსების დროის შემცირება - სამ დღემდე. რეფორმების შედეგად, რომლებიც მსოფლიო ბანკმა პოსტსაბჭოთა სივრცეში საუკეთესოდ აღიარა. მშპ-ის ყოველწლიური მატების ტემპმა 2004-2007 წლებში 9,3% შეადგინა. ეს ბევრად არის დაკავშირებული საქართველოს ეკონომიკაში პირდაპირი ინვესტიციების ჩადების მატებით, რომელიც  334,9 მილიონი დოლარიდან 1,9 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. შესაბამისად მშპ - 8,4%-დან - 18,5%-მდე.
იმავდროულად, როგორც ანალიტიკურ ცენტრში აღნიშნავენ, 2013 წლიდან ქვეყანაში ეკონომიკის ზრდის შეყოვნება შეინიშნება - 2,8 - 4,8%-მდე წელიწადში, რაც, სხვათა შორის, ცუდ მაჩვენებლად არ ითვლება პოსტსაბჭოთა ქვეყნებისათვის.

ამასთან ანალიტიკოსებს, როგორც გამოკვლევაშია ნათქვამი, განსახვავებული აზრი აქვთ საქართველოს მშპ-ის ზრდასთან მიმართებით 2019-2020 წლებში. საერთაშორისიო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მიმდინარე წელს მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი 0,1%-ით დაიკლებს, ანუ 4,6%-მდე, მაგრამ მოიმატებს 5%-მდე 2020 წელს. მსოფლიო ბანკში საქართველოს ეკონომიური ზრდის დაჩქარებას მიმდინარე წელს 4,6%-მდე პროგნოზირებენ, ხოლო 2019-2020 წლებში, შესაბამისად, 4,8% - 5%-მდე.

https://www.kommersant.ru/doc/4059863