პოლიტიკურად დევნილ რუსებს უკრაინა მოქალაქეობას მისცემს

პოლიტიკურად დევნილ რუსებს უკრაინა მოქალაქეობას მისცემს

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც იმ პირთა სიას აფართოებს, რომლებსაც უკრაინის მოქალაქეობის მიღების უფლება აქვთ.

დოკუმენტის თანახმად, უკრაინის მოქალაქეობის მიღებაზე განაცხადის შეტანას რუსეთის ის მოქალაქეებიც შეძლებენ, რომლებსაც პოლიტიკური მოტივებით დევნიან.

გარდა ამისა, მოქალაქეობის მიღებას შეძლებენ უცხოელები და მოქალაქეობის არ მქონე პირები, რომლებიც უკრაინას იცავდნენ.