რომელი კანდიდატიც არ აინტერესბს, იმ დროს დადის გასარუჯად - გვრიტიშვილი დოლიძეზე

რომელი კანდიდატიც არ აინტერესბს, იმ დროს დადის გასარუჯად - გვრიტიშვილი დოლიძეზე

„შერჩევითად უდგება კანდიდატებს, რომელიც აინტერესებს, იმ კანდიდატის გასაუბრებას ესწრება, რომელიც არ აინტერესებს, იმ დროს დადის სატელევიზიო ეთერებში, შეიძლება, დადის გასარუჯად" , - ასე უპასუხა საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის ბრალდებას, მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა.

„მე თუ მკითხავთ, გასაუბრების პროცესში ფორმალური ანა დოლიძის მონაწილეობაა. შერჩევითად უდგება კანდიდატებს, რომელიც აინტერესებს, იმ კანდიდატის გასაუბრებას ესწრება, რომელიც არ აინტერესებს, იმ დროს დადის სატელევიზიო ეთერებში, შეიძლება, დადის გასარუჯად. შემდგომ ამას ამართლებს, თითქოს რაღაც სამედიცინო გამოკვლევაზე იყო, თუმცა სათანადო წესით, კანონით განსაზღვრული დოკუმენტებით ეს ფაქტი დადასტურებული არ არის. აქედან გამომდინარე, მისი მონაწილეობაა ფორმალური. საზოგადოება ხედავს, რომ ჩვენ საათობით, დილიდან დაღამებამდე ყველა კანდიდატს ვეპყრობით თანასწორად, კითხვები თანაბარი სირთულისაა. ისინი კი, არჩევენ კანდიდატებს იმის მიხედვით, რომელი კანდიდატია მათთვის სიმპათიური, დაუსვამენ თუ არა შეკითხვებს და რა ფორმით“, -განაცხადა გვრიტიშვილმა.

ანა დოლიძის შეფასებით, საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა გასაუბრების პროცესი ფორმალურად მიმდინარეობს.