ფორმულა კრეატივმა მაუწყებლობის უფლების მისაღებად კომუნიკაციების კომისიას მიმართა

ფორმულა კრეატივმა მაუწყებლობის უფლების მისაღებად კომუნიკაციების კომისიას მიმართა

ფორმულა კრეატივმა მაუწყებლობის უფლების მისაღებად საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართა. არხი მაუწყებლობის დაწყებას ოქტომბრიდან გეგმავს.

როგორც ახალი ტელევიზიის მომავალი დირექტორი, ზუკა გუმბარიძე On.ge-ს ეუბნება მათ საერთო მაუწყებლობის (საინფორმაციო და გასართობი პროგრამების) დაწყება სურთ, არხის ნახვა კი მთელი საქართველოს მასშტაბით, "სახლის ანტენებით", სატელიტური თეფშითა და საკაბელო კომპანიების საშუალებით იქნება შესაძლებელი.

ფორმულა კრეატივის ტელევიზიას `ფორმულა" ერქმევა.