ტელევიზიის შექმნის ამბავი როგორც კი გაირკვა, „ოცნების“ ცრუ პროპაგანდა ჩაირთო -გიგა ბოკერია

ტელევიზიის შექმნის ამბავი როგორც კი გაირკვა, „ოცნების“ ცრუ პროპაგანდა ჩაირთო -გიგა ბოკერია

პარტია  „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას განცხადებით,  ისრაელში გამოძიება  გადასახადების გადაუხდელობაზე მიმდინარეობს არა კეზერაშვილის, არამედ სხვა ფიგურების წინააღმდეგ

მისი თქმით,  პოლიტიკურმა გაერთიანება „ქართულმა ოცნებამ“ კეზერაშვილის წინააღმდეგ პროპაგანდა მას შემდეგ დაიწყო, რაც გაირკვა, რომ ის ტელევიზიის შექმნას გეგმავს.

„ეს არის „ქართული ოცნების“ ცრუ პროპაგანდა. ვწუხვარ, რომ მედია ფაქტებს არ ამოწმებს. მესმის, რატომ წამოიჭრა ეს საკითხი. ტელევიზიის შექმნის ამბავი როგორც კი გაირკვა, „ოცნები“ს პროპაგანდა ჩაირთო ბატონი კეზერაშვილის წინააღმდეგ, რომელიც ჩემი მეგობარია. ის თავად გასცემს ალბათ პასუხს, მაგრამ საკმარისია გაეცნოთ ისრაელის მედიას და ირკვევა, რომ გამოძიების დაწყების საფუძველიც კი ვერ იპოვეს ისრაელში. გამოძიება მიმდინარეობს გადასახადების გადაუხდელობაზე არა კეზერაშვილის, არამედ სხვა ფიგურების წინააღმდეგ. ეს რაღაც გამოძიება არაფერ კავშირში არ არის კეზერაშვილთან“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.