ლარი მცირედით გამყარდა

ლარი მცირედით გამყარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 14 აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.9090 ლარი ეღირება, ევრო – 3.2622 ლარი, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.5141 ლარი.

დღეს, 13 აგვისტოს, ერთი ამერიკული დოლარი 2.9173 ლარი ღირს, ევრო – 3.2665 ლარი, ფუნტი – 3.5256 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალიდან, 14 აგვისტოდან შევა ძალაში.