ჩინეთს ჰონგ-კონგის მეზობელ შენჯენის პროვინციაში სამხედრო ტექნიკა გადაჰყავს

ჩინეთს ჰონგ-კონგის მეზობელ შენჯენის პროვინციაში სამხედრო ტექნიკა გადაჰყავს

ჩინური გამოცემა „ფიფლს დეილი“, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ვიდეოკადრებს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ჩინეთის პოლიციის ჯავშანმანქანები ქალაქ შენჯენის პროვინციაში წვრთნებისთვის ემზადებიან.

აღნიშნული მასალა ჰონგ-კონგში მიმდინარე 10-კვირიანი საპროტესტო აქციების ფონზე გავრცელდა. ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციის მონაწილეები თავდაპირველად ექსტრადიციის სადავო კანონპროექტს აპროტესტებდნენ, ამჟამად ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კერი ლამის გადადგომას ითხოვენ. პეკინში თქვეს, რომ ჰონგ-კონგში აქციის მონაწილეები „ცეცხლს ეთამაშებიან“.