სახელმწიფო შეასრულებს იმ ვალდებულებას, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის ტრანზიტული პოტენციალის განვითარებისთვის - ბახტაძე

სახელმწიფო შეასრულებს იმ ვალდებულებას, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის ტრანზიტული პოტენციალის განვითარებისთვის - ბახტაძე

იგეგმება თუ არა ანაკლიის კონსორციუმისთვის ვალდებულებების შესრულების ვადის კიდევ უფრო გახანგრძლივება პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ სახელმწიფო შეასრულებს იმ ვალდებულებას, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის ტრანზიტული პოტენციალის განვითარებისთვის.

“სახელმწიფო შეასრულებს იმ ვალდებულებას, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის ტრანზიტული პოტენციალის განვითარებისთვის, ანუ ღრმაწყლოვანი პორტი უნდა აშენდეს. ამასთან ერთად, უმნიშვნელოვანესია ფინანსური საკითხების დასრულება, რათა თითოეულ ჩვენგანს და კონსორციუმს ჰქონდეს განცდა, რომ ფინანსური რესურსი მობილიზებულია პორტის მშენებლობის დაწყებისა და გაცხადებულ ვადებში დასრულებისთვის. ჩვენ მაქსიმალურ მხარდაჭერას გავაკეთებთ ანაკლიის კონსორციუმისადმი, რომ ეს პროექტი დასრულდეს წარმატებით. ამ პროექტის ასეთ სტატუსში ყოფნა სამუდამოდ ვერ გაგრძელდება. ეს აზარალებს ქვეყანას, ვინაიდან ჩვენ გვჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი, მაგრამ ამავდროულად, სრული მხარდაჭერა გვაქვს გამოცხადებული ანაკლიის კონსორციუმის მიმართ და მაქვს იმედი, რომ კონსორციუმი შეძლებს ყველა იმ პირობის დაკმაყოფილებას,რომელიც საკუთარ თავზე აიღო”,- აღნიშნა პრემიერმა.