ტრამპმა და პუტინმა ტელეფონით ერთ საათზე მეტხანს ისაუბრეს

ტრამპმა და პუტინმა ტელეფონით ერთ საათზე მეტხანს ისაუბრეს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა სარა სანდერსმა აღნიშნა, ორი ქვეყნის ლიდერის საუბარი ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

თეთრი სახლის ცნობით, დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა სპეციალური პროკურორის რობერტ მიულერის ანგარიზე, ვენესუელაში შექმნილ ვითარებაზე და ჩრდილოეთ კორეაზე ისაუბრეს.        

„მქონდა ხანგრძლივი და კარგი დიალოგი რუსეთის პრეზიდენტთან, პუტინთან. როგორც ყოველთვის ვამბობდი, ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე კუდიანებზე ნადირობა დაიწყებოდა, რომ რუსეთთან, ჩინეთთან და ყველასთან ურთიერთობის დალაგება კარგია და არა ცუდი“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი "ტვიტერზე"