ბელგიური პრესა ჩაკვეტაძის ოპერაციაზე

ბელგიური პრესა ჩაკვეტაძის ოპერაციაზე

ბელგიური პრესა ჩაკვეტაძის ოპერაციაზე - კატასტროფა „გენტისთვის“ – გიორგი ჩაკვეტაძე დიდი ხნით დაისვენებს:   

„ქართველი მარგალიტი „გენტს“ რამდენიმე თვე დააკლდება. რამდენიმე კვირაა, გიორგი ჩაკვეტაძეს მუხლი აწუხებდა. „ანდერლეხტთან“ თამაშამდე ქართველი გარემარბი ფეხშეხვეული თამაშობდა. მას შემდეგ ქართველს არ უთამაშია. ოპერაციამ კარგად კი ჩაიარა, მაგრამ ჩაკვეტაძე დიდი ხანი ვერ ითამაშებს. ქართველს ექვსი თვით დასვენება მოუწევს. ეს დიდი დარტყმაა სწრაფად მზარდი 19 წლის ფეხბურთელისა და მისით დაინტერესებული ბევრი ევროპული კლუბისთვის“.  

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებისა და „გენტის“ შემტევ ნახევარმცველს მარჯვენა მუხლი დაუზიანდა და 2 მაისს, ანტვერპენში ოპერაცია გაიკეთა