"გალერეა თბილისი" ამ დრომდე პარალიზებულია

"გალერეა თბილისი" ამ დრომდე პარალიზებულია

უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ამჟამად სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისში“ მიმდინარეობს სავენტილაციო სისტემების შემოწმება" , – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „გალერია თბილისის“ გვერდზეა აღნიშნული.

„გალერია თბილისის“ ადმინისტრაცია  საზოგადოებას შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის.

„უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ამჟამად გალერია თბილისში მიმდინარეობს სავენტილაციო სისტემების შემოწმება. დღეს ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს H&M-ის მაღაზია და პარკინგი. დანარჩენი ობიექტების გახსნის ზუსტი დრო გამოქვეყნდება დღის მანძილზე. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“.

ხანძარი სავაჭრო ცენტრ „ გალერეა თბილისში“ გვიან ღამით გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლის ერთ-ერთ გამწოვს მოედო, რის შემდეგაც კვამლი მთლიან შენობაში გავრცელდა. შენობიდან ხალხის ევაკუაცია სწრაფად განხორციელდა.  მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე საპატრულო, სახანძრო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები იყო მობილიზებული.