რუსეთიდან საქართველოში შემოტანილი გაზი აუქციონზე რვა კომპანიამ შეიძინა

რუსეთიდან საქართველოში შემოტანილი გაზი აუქციონზე რვა კომპანიამ შეიძინა

„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ 17 აპრილს ჩაატარა აუქციონი, რომელზეც 17 ლოტად სარეალიზაციოდ იყო გამოტანილი ბუნებრივი გაზის სხვადასხვა მოცულობები. აუქციონში მონაწილეობის შესაძლებლობა ყველა მსურველ დაინტერესებულ პირს ჰქონდა. აუქციონი ჩატარდა გამჭვირვალედ და მასში მონაწილე 16 კომპანიიდან რვა გამარჯვებული გამოვლინდა. აუქციონზე გამოტანილი ბუნებრივი გაზი მთელი მოცულობით გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ ღია აუქციონი არ შეეხო ე.წ. სოციალურ გაზს, რომელიც მიეწოდება მოსახლეობას და გაზზე მომუშავე თბოელექტროსადგურებს, რომლებიც საქართველოს ელექტროსისტემას ელექტროენერგიას აწვდიან. სოციალურ სექტორში საცალო მომხმარებელი გაზს წინასწარ განსაზღვრული ტარიფით იღებს“, – აღნიშნავენ ეკონომიკის სამინისტროში.