ზაზა სარალიძეს დღეს სასამართლოში დაკითხავენ

ზაზა სარალიძეს დღეს სასამართლოში დაკითხავენ

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი დღეს მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე გარდაცვლილი დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე დაიკითხება.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა. სასამართლო სხდომები დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.