დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - მამალაძის ოჯახი შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს მიმართავს

დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - მამალაძის ოჯახი შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს მიმართავს

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, მამა გიორგი მამალაძის ოჯახი მის შეწყალებას ითხოვს. გიორგი მამალაძის ადვოკატებმა სასულიერო პირის საპატიმროდან გათავისუფლების თხოვნით პრეზიდენტს უკვე მიმართეს. 

ადვოკატ გიორგი ფანცულაიას განცხადებით, მამა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

“რაც ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი გახდა საქართველოს პრეზიდენტი, ჩვენ მისთვის არ მიგვიმართავს შეწყალებით. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ქალბატონ ზურაბიშვილს მივმართავ შეწყალების შუამდგომლობით. მანამდე ჩვენ მიმართული გვქონდა ბატონი გიორგი მარგველაშვილისთვის, რომელმაც, სამწუხაროდ, უარი გვითხრა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით. შეწყალების მოთხოვნის განახლების აუცილებლობა გამოიწვია იმან, რომ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ექვს თვეზე მეტია, რაც მაჯვენა კიდურები პარალიზებული აქვს - მარჯვენა ხელს და ფეხს ვერ ამოძრავებს, მას დამოუკიდებლად ეტლითაც კი არ შეუძლია გადაადგილება. აქედან გამომდინარე სამედიცინო პერსონალის და პროფესიონალების პირდაპირი კონსულტაციების შემდგომ რჩევა და მითითება იყო, რომ შეუძლებელია მისი სრულყოფილი გამოჯანმრთელება პატიმრობაში ყოფნის პირობებში იმიტომ, რომ მას მრავალმხრივი მკურნალობა სჭირდება და პატომრობაში მყოფისთვის ელემენტარული პირობებიც კი არ არის მინიმუმ, რომ მას ხელი და ფეხი აუმოძრავდეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, რათა შეიწყალოს დეკანოზი გიორგი მამალაძე და ასევე ჩვენ მივმართავთ საქართველოს საპატრიარქოს და მის წინამძღოლს, უწმინდეს ილია მეორეს, რათა იშუამდგომლოს საქართველოს პრეზიდენტის წინაშე, რომ მოხდეს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალება“, - განაცხადა ფანცულაიამ.