გუგუტიანთკარში დიპლომატები ჩავიდნენ

გუგუტიანთკარში დიპლომატები ჩავიდნენ

სოფელ გუგუტიანთკარში, სადაც რამდენიმე დღეა უკანონო ბორდერიზაცია მიმდინარეობს, უცხოელი დიპლომატები ჩავიდნენ.

6 ელჩი და დიპლომატიური კორპუსის 20-მდე წარმომადგენელი არსებულ სიტუაციას ადგილზე ეცნობა.

ოკუპანტები ე.წ. საზღვარს რკინის ბოძებით და მასზე დამონტაჟებული ხელოვნური ბარიერებით ავლებენ. მავთულხლართების მეორე მხარეს რჩება ორი საცხოვრებელი, სახნავ-სათესი სავარგულები და სარწყავი სისტემა, რომელსაც, სავარაუდოდ, ოკუპანტები გააკონტროლებენ. მოსახლეობას რამდენიმე დღე აქვს დარჩენილი იმისთვის, რომ საყოფაცხოვრებო ნივთები გამოიტანოს და მშობლიურ სახლებს გამოემშვიდობოს.