ირაკლი ღარიბაშვილი შს მინისტრად, გიორგი გახარია პრემიერად - ცვლილებები მთავრობაში

ირაკლი ღარიბაშვილი შს მინისტრად, გიორგი გახარია პრემიერად - ცვლილებები მთავრობაში

TV „პირველის" ინფორმაციით, მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია პრემიერის სავარძელში გადაინაცვლებს, ხოლო მის ადგილს „ქართული ოცნების" პოლიტიკური მდივანი, ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს. 

მთავრობაში სამთავრობო ცვლილები, სავარაუდოდ, უახლოეს ორ კვირაში განხორციელდება.

რაც შეეხება მოქმედ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, ის  პრემიერობიდან სამუშაოდ სავარაუდოდ, ერთ-ერთ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციაში გადაინაცვლებს.

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2013-2015 წლებში იკავებდა. 2012-2013 წლებში ის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.