საქალაქო სასამართლომ ია კიწმარიშვილის სარჩელი არ მიიღო

საქალაქო სასამართლომ ია კიწმარიშვილის სარჩელი არ მიიღო

თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით ია კიწმარიშვილის სარჩელი არ მიიღო. ამის შესახებ სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ კიწმარიშვილის ადვოკატზე დაყრდნობით წერს.

თიკო ბეჟაშვილის თქმით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადებში ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ, დეტალებზე კი ია კიწმარიშვილთან კონსულტაციებს გაივლის.

ია კიწმარიშვილმა „რუსთავი 2“-ის 30%-იანი წილის მოთხოვნით სასამართლოს 12 აგვსტოს მიმართა. მისი  განცხადებით, ჯერ კიდევ 2009 წელს ეროსი კიწმარიშვილი ქიბარ ხალვაშს თავისი კუთვნილი წილის დაბრუნებას სასამართლოში ედავებოდა.