მაშ ასე, ჩვენ ვიწყებთ! - ნიკა გვარამიამ ახალი ტელევიზია დააფუძნა

მაშ ასე, ჩვენ ვიწყებთ! - ნიკა გვარამიამ ახალი ტელევიზია დააფუძნა

ნიკა გვარამიამ ახალი ტელევიზია დააფუძნა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით ახალ ტელევიზიას „მთავარი არხი“ ჰქვია.

„მაშ ასე, ტელეკომპანია “მთავარი არხი” დაფუძნდა. საკონტროლო პაკეტის მფლობელი და დირექტორი გახლავართ მე, თქვენი მონა მორჩილი.

წილების ეს კომპიზიცია დროებითია და პირობითი. მალე გაიგებთ ინვესტორების, შენობის, სიხშირის და, თქვენი დიდი იმედი გვაქვს, ანგარიშის შესახებ, რომელზე თქვენი შემონატანი ერთი ლარიც კი ძალიან დაგვეხმარება ჩვენ და იქნება ინვესტიცია საქართველოს დასავლურ და დემოკრატიულ მომავალში.

მაშ ასე, ჩვენ ვიწყებთ! ძალიან მალე ეთერში! უფრო ადრე, ვიდრე გგონიათ“, - წერს გვარამია.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ დაფუძნებული ტელევიზიის გენერალური დირექტორი, თვითონ ნიკა გვარამია იქნება, ხოლო დირექტორები დიმიტრი საძაგლიშვილი და თამთა მურადაშვილი იქნებიან. ფინანსური დირექტორის პოზიციას ირაკლი ნიჟარაძე დაიკავებს. 

ამონაწერის მიხედვით ახალი ტელევიზიის, „მთავარი არხის“-ის 51%-იანი მეწილე ნიკა გვარამიაა, 49%-ის კი კახაბერ ანჯაფარიძე.