ოთარ აბესაძის პირველი ინტერვიუ ციხიდან გათავისუფლების შემდეგ

ოთარ აბესაძის პირველი ინტერვიუ ციხიდან გათავისუფლების შემდეგ

ქრთა­მის აღე­ბის ბრალ­დე­ბით დაკავებულ თბი­ლი­სის მე­რი­ის თანამშრომელს ოთარ აბესაძეს, ახლახან ქრთამის აღების ბრალდება ნაკლებად მძიმე დანაშაულად - ზეგავლენით ვაჭრობად გადაუკვალიფიცირდა. აბესაძემ ციხიდან გამოსვლის შემდეგ პირველი ინტერვიუ AMBEBI.GE-ს მისცა და საქ­მის დე­ტა­ლებ­სადა მის ამ­ჟა­მინ­დელ ცხოვ­რე­ბა­ზე ისაუბრა.

"პირ­ველ რიგ­ში, მინ­და დიდი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლა ადა­მი­ანს, ვინც ჩემი ოჯა­ხის გვერ­დით იდგა. როცა და­მა­კა­ვეს, 10 000 ხელ­მო­წე­რი­ა­ნი პე­ტი­ცია შედ­გა და რომ არა ეს მხარ­და­ჭე­რა, ჩემი ოჯა­ხი ამ მძი­მე ტვირთს ვერ გა­და­ი­ტან­და. მად­ლო­ბა მინ­და ვუ­თხრა ჩემს ად­ვო­კა­ტებს, რო­მელ­თა მუხლჩა­უხ­რე­ლი შრო­მით დად­გა ეს შე­დე­გი.

ქრთა­მის აღე­ბის ბრალ­დე­ბით და­მა­კა­ვეს, რაც მი­უ­ღე­ბე­ლია ჩემ­თვის, ეს იყო შოკი. პირ­ვე­ლი­ვე სა­სა­მარ­თლო­ზე ბოდიში მოვუხადე საზოგადოებას შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის გამო, და ვთქვი, სხვა და­ნარ­ჩენს გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს-მეთ­ქი. ქრთა­მის აღე­ბა არ და­დას­ტურ­და. ჩემ­თვის პრინ­ცი­პუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ამ ბრალ­დე­ბა­ში გა­მარ­თლე­ბა, რად­გან ბოლო 5 წე­ლია პრო­ფე­სო­რი ვარ და სწო­რედ ამ სა­განს ვას­წავ­ლი, ფი­ნან­სე­ბი, ეკო­ნო­მი­კა - ფული.

ეს ბრა­ლი სამ­მა­გად და­მან­გრე­ვე­ლი იყო ჩემ­თვის და ქრთა­მის აღე­ბა ჩა­მეხ­სნა. გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცირ­და მუხ­ლი და ახლა ეს არის ნაკ­ლე­ბად მძი­მე კა­ტე­გო­რი­ის და­ნა­შა­უ­ლი.

ორი წელი მი­დი­ო­და ეს პრო­ცე­სე­ბი, ძა­ლი­ან და­ვი­ღა­ლეთ, კა­ტას­ტრო­ფულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო ჩემი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, პლუს ჩემი კა­რი­ე­რა, რო­მელ­საც ევ­რო­კავ­ში­რის სხვა­დას­ხვა უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში ვი­წყობ­დი, დავ­თან­ხმდი პრო­კუ­რა­ტუ­რის შე­მო­თა­ვა­ზე­ბას და მო­ვა­წე­რე საპ­რო­ცე­სო­ზე ხელი, იმის­თვის, რომ დამ­თავ­რე­ბუ­ლი­ყო სა­სა­მარ­თლო­ე­ბი, კო­რუფ­ცია და მექ­რთა­მე­ო­ბა ჩემს სა­ხელ­თან და გვარ­თან არ ყო­ფი­ლი­ყო ასო­ცი­რე­ბუ­ლი.

- რა მოხ­და რე­ა­ლუ­რად?

- დი­დია საქ­მე. ამი­ტომ მოკ­ლედ ვი­ტყვი: ჩემი ახლო გა­რე­მოც­ვი­დან და­მი­კავ­შირ­და ერთ-ერთი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ჩემი ად­ვო­კა­ტი ირმა ჭკა­დუა ახა­სი­ა­თებს, რო­გორც კვლი­ფი­ცი­ურ აგენტ-პრო­ვო­კა­ტორს. მან აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა იმის­თვის, რომ ჩემ­თან შე­მო­სუ­ლი­ყო კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში და წა­ვეყ­ვა­ნე შეც­დო­მის­კენ. მას სურ­და პა­ტა­რა კაფეს გაკეთება მტკვარზე. ის აჭღურ­ვი­ლი იყო შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კით, მზად იყო მო­ე­წყო ეს ვა­კხა­ნა­ლია და მისი ჩვე­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­მა­კა­ვეს.

გე­ტყვით, რა წე­რია ჩემს საბ­რალ­დე­ბო დას­კვნა­ში, მე მას ვუ­თხა­რი: მე ჩემი პი­რა­დი კონ­ტაქ­ტე­ბით, რაც შე­მიძ­ლია და­გეხ­მა­რე­ბი-მეთ­ქი და ამის გამო აღ­მოვ­ჩნდი ცი­ხე­ში. კა­ნო­ნის ენით, ეს თურ­მე ით­ვლე­ბა ზე­გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნად.

- ფიქ­რობთ, რომ ვინ­მეს­გან იყო მოგ­ზავ­ნი­ლი ე.წ. აგენტ-პრო­ვო­კა­ტო­რი?

- ჩემი ად­ვო­კა­ტი მრავ­ლისმნახ­ვე­ლია, ბევ­რი რამ იცის და ამ­ბობს, რომ ეს სტა­ჟი­ა­ნი აგენტ-პრო­ვო­კა­ტო­რია. ორ წელ­ზე მე­ტია მი­დის ეს საქ­მე და სულ ამ კვან­ძის ამოხ­სნას ვცდი­ლობ. ვის გა­და­ვეკ­ვე­თე, ვის რა და­ვუ­შა­ვე, ვერ ამოვხსე­ნი და ამა­ზე ფიქ­რმა დამ­მარ­თა მძი­მე და­ა­ვა­დე­ბა...

ფაქ­ტია, ჩემ­ზე იმუ­შა­ვა კვა­ლი­ფი­ცი­ურ­მა აგენტ-პტო­ვო­კა­ტორ­მა. ეს იყო უმ­ძი­მე­სი პე­რი­ო­დი. რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია წე­ლი­წად­ზე მეტ­ხანს გაგ­რძელ­და. 6 თვე ვი­ყა­ვი სა­პა­ტიმ­რო­ში, გი­რა­ო­ში ყოფ­ნი­სას გა­ვა­კე­თე შე­უძ­ლე­ბე­ლი. მინ­და სხვე­ბის­თვის ვიყო სტი­მუ­ლი, სტი­მუ­ლი იმის, რომ ბრძო­ლას ყო­ველ­თვის აქვს აზრი.

ორი წელი ვე­რი­დე­ბო­დი პრე­სას, სა­ნამ ხელ­ში არ მექ­ნე­ბო­და გა­ნა­ჩე­ნი, ვერ და­ვი­წყებ­დი ლა­პა­რაკს. ეს ორი წელი გა­მო­ვი­ყე­ნე და ორი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი გავ­ხდი სა­ქარ­თვე­ლო­ში. ევ­რო­პის წამ­ყვან­მა უნი­ვერ­სი­ტეტ­მა მი­მიწ­ვია, სა­მეც­ნი­ე­რო კუ­თხით განვვი­თარ­დი. როცა გგო­ნია რა­ღაც დამ­თავ­რდა, თურ­მე ეს ასე არ არის.

- სა­მო­მავ­ლოდ რა გეგ­მე­ბი გაქვთ?

- კარ­გი შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი მაქვს ევ­რო­პის უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან. არ გა­მოვ­რი­ცხავ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი იქ ვი­ცხოვ­როთ. მაგ­რამ ვთვლი, ჩემი მო­ვა­ლე­ო­ბაა აქ ვიყო აქ­ტი­უ­რი პი­როვ­ნე­ბა, მინ­და ბევ­რი კარ­გი საქ­მე გა­ვა­კე­თო იმ ხალ­ხის­თვის, ვინც ჩემი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის პე­ტი­ცი­ას მო­ა­წე­რა ხელი...

 

ambebi.ge