ამ სიტყვების სათქმელად წლები დამჭირდა - ოტავის მერმა აღიარა, რომ გეია

ამ სიტყვების სათქმელად წლები დამჭირდა - ოტავის მერმა აღიარა, რომ გეია

ოტავის მერმა ჯიმ უოტსონმა აღიარა, რომ გეია. „ამ სიტყვების სათქმელად წლები დამჭირდა, თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“, - წერს პოლიტიკოსი მიკრობლოგში, რომლის ბმულიც მან Twitter-ზე გააზიარა. 

63 წლის მერის აღიარება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მოიწონა. ჯასტინ ტრიუდოს თქმით, მამაცი სიტყვები ყველა კანადელს შთააგონებს, იყოს თავისუფალი. 

„დიდი მადლობა თქვენი ისტორიის გაზიარებისთვის“, - წერს კომენტარში კანადის პრემიერ-მინისტრი.