პარლამენტის თავმჯდომარე -  ოპოზიციის ნაწილი იქცევა სამარცხვინოდ

პარლამენტის თავმჯდომარე - ოპოზიციის ნაწილი იქცევა სამარცხვინოდ

„ოპოზიციის ეს ნაწილი იქცევა სამარცხვინოდ", - ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე გუგუტიანთკარში მიმდინარე ე.წ. ბორდერიზაციის დროს ოპონენტების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს.

თალაკვაძე ამბობს, რომ ოპოზიცია არასახელმწიფოებრივად იქცევა და ხელისუფლებასთან ერთად არ იბრძვის ოკუპაციის წინააღმდეგ.

"იმის ნაცვლად, რომ მხარი დაუჭირონ საკუთარ ხელისუფლებას, საკუთარ ხალხს და საკუთარი ქვეყნის ინტერესებს, რომ ჩვენ ყველა ერთად დავდგეთ ოკუპაციის წინააღმდეგ მშვიდობით, განვითარებით და საერთაშორისო დიპლომატიის გამოყენებით შევძლოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, მშვიდობის უზრუნველყოფა და მომავალში ქვეყანას ჰქონდეს რეალური შესაძლებლობა, რომ ტერიტორიული მთლიანობა აღიდგინოს, ამის ნაცვლად, ეს კონკრეტული ნაწილი ოპოზიციის, იქცევა სამარცხვინოდ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.