მამკოდაში მდინარე ადიდდა

მამკოდაში მდინარე ადიდდა

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამკოდაში მდინარის ადიდების გამო, ადამიანები მეორე ნაპირზე ჩარჩნენ.

მამკოდის ტერიტორიაზე მაშველები მუშაობენ და ადიდებული მდინარის მეორე მხრიდან ადამიანები გამოჰყავთ. ადგილზე 25 მაშველი მუშაობს. მათ მდინარის მეორე ნაპირიდან შვიდი  ადამიანი დარჩათ გამოსაყვანი. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

ადგილზე სულ 70 ადამიანი იყო ჩარჩენილი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა