დიდ დიღომში წყლის გამაცხელებლის აალების შედეგად ორი მამაკაცი დაშავდა

დიდ დიღომში წყლის გამაცხელებლის აალების შედეგად ორი მამაკაცი დაშავდა

დიდ დიღომში, ერთ-ერთ ბინაში წყლის გამაცხელებლის აალების შედეგად, ორი მამაკაცი დაშავდა.

დაშავებულ ახალგაზრდა მამაკაცებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.