3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულ ქალს პატიმრობა შეეფარდა

3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულ ქალს პატიმრობა შეეფარდა

პეკინის გამზირზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულ თამარ საძაგლიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

მოსამართლის განმარტებით, თამარ საძაგლიშვილი საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებისთვის და შესაძლოა, მან ახალი დანაშაული ჩაიდინოს.

აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენებას ბრალების მხარე ითხოვდა, რასაც ბრალებულის ადვოკატი არ ეთანხმებოდა.

ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას მოითხოვდა.

ცნობისთვის, თამარ საძაგლიშვილს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. მას საგამოძიებო უწყება 3 წლის ბავშვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ასევე დაჭრილი არასრულწლოვნის დის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობას ედავება.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა პეკინის ქუჩაზე ორი დღის წინ მოხდა. მცირეწლოვანი მშობლებთან ერთად მოდიოდა, როცა მასთან უცნობი ქალი მიიჭრა და სახის არეში დაჭრა. ქალი სამართალდამცავებმა რამდენიმე საათში დააკავეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების გამართულ პროცესს ბრალდებული თამარ საძაგლიშვილიც ესწრებოდა.

წინასასამართლო სხდომა 23 ოქტომბერს 11:00 საათზე გაიმართება.