3 თვეში ავარიით 116 ადამიანი დაიღუპა, 1779 კი დაშავდა - შსს-ს მონაცემები

3 თვეში ავარიით 116 ადამიანი დაიღუპა, 1779 კი დაშავდა - შსს-ს მონაცემები

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკით, საქართველოს გზებზე, 2019 წლის პირველ კვარტალში 116 ადამიანი დაიღუპა, 1779 კი დაშავდა.

აღნიშნული მონაცემები იანვრიდან მარტის ჩათვლით მომხდარ შემთხვევებს ასახავს.

უწყების მონაცმებით, საქართველოს მაშტაბით, სულ 9 671 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დაფიქსირდა.