30 წლის ქალი, რომელსაც ყოფილმა ქმარმა ხაშურში დაზიანებები მიაყენა, გარდაიცვალა

30 წლის ქალი, რომელსაც ყოფილმა ქმარმა ხაშურში დაზიანებები მიაყენა, გარდაიცვალა

ახალგაზ​რდა ქალი, რომელსაც ყოფილმა მეუღლემ თავის არეში დაზიანებები მიაყენა, გარდაიცვალა. ინფორმაცია ხაშურის რეფერალური ჰოსპიტალის ექიმმა დაადასტურა.

30 წლის ქალი ჰოსპიტალში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

არსებული ინფორმაციით, ქალს თავის არეში დაზიანებები სავარაუდოდ, ბლაგვი საგნისგან ჰქონდა მიყენებული. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია ხელყუმბარაც.

შემთხვევა ხაშურში, თამარ მეფის ქუჩაზე მოხდა. ოჯახის წევრები დეტალებზე არ საუბრობენ