პაატა სალია ნოდარ მელაძის სამსახურიდან გათავისუფლებას ადასტურებს

პაატა სალია ნოდარ მელაძის სამსახურიდან გათავისუფლებას ადასტურებს

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს, – ამის შესახებ სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ვადასტურებ, ნოდარ მელაძესთან ერთად გათავისუფლდება რამდენიმე ადამიანი. გადაწყვეტილება ნოდარ მელაძესთან დაკავშირებით, ისევე როგორც სხვა პირებთან დაკავშირებით, რომლებიც შვებულებაში იმყოფებიან, დაბრუნების შემდეგ მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებები, რომელთაც აქვთ ინტერესთა კონფლიქტი,“-განაცხადა სალიამ.